კათოლიკური შობას ბეთლემში აღნიშნავენ, სადაც გადმოცემის თანახმად ქრისტე იშვა.

სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შობის სახელობის ეკლესიაში აღევლინება.

კათოლიკური შობა მასშტაბურად აღინიშნება ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, საშობაო მესას რომის პაპი ლეო XIV აღავლენს.

ქრისტეშობის დღესასწაულს საქართველოში კათოლიკეები, ბაბტისტები და საქართველოს სახარების რწმენის ორმოცდაათიანული ეკლესიის მრევლი ზეიმობს.

საშობაო ტრადიციებს იტალიაში ჩაეყარა საფუძველი, რომელიც მთელ კათოლიკურ სამყაროში გავრცელდა.

მსოფლიოში არაოფიციალური მონაცემებით მილიარდზე მეტი კათოლიკეა.