საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქრისტეს შობის დღესასწაულს ულოცავს მათ, ვინც დღეს შობას ზეიმობს.
ყველა ქართველს და მართლმადიდებელ ოჯახს მთელ მსოფლიოში, გილოცავთ შობას! დღევანდელი დღე სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა. თქვენს ოჯახებსა და ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობას და სიყვარულს ვუსურვებ. გილოცავთ ქრისტეს შობის დღესასწაულს! - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.
ცნობისთვის, მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს ქრისტეს შობას აღნიშნავს




