თბილისის მერი კახა კალაძე ტატო გრიგალაშვილს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მიღებას ულოცავს.
ქართველი სპორტსმენის წარმატებაზე თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და ოლიმპიადის ყველა მონაწილეს წარმატებები უსურვა.
„გუშინ ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოვიპოვეთ, ვერცხლი. მინდა, ტატო გრიგალაშვილს მივულოცო ეს წარმატება. ცხადია, ყველა ვგულშემატკივრობდით და გვინდოდა, რომ ის ოქროს მედლით დაბრუნებულიყო საქართველოში, თუმცა სპორტია, ხდება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვერცხლის მედალი ავიღეთ. ვულოცავ ტატოს, ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ წარმატებას. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ ყველა სხვა სპორტსმენსაც. დღეს ჩვენი პარასპორტსმენები გავაცილეთ. გვინდა, მათაც წარმატებები ვუსურვოთ ოლიმპიადაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.