ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენემა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა, გურიაში, სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.
„ნება მიბოძეთ, გამოვხატო გულისტკივილი, გურიაში გარდაიცვალა ბავშვი მეწყრის გამო დღეს და ეს ძალიან მტკივნეულია. ძალიან მაწუხებს ფაქტი, რომ ხალხი იძებნება. იმედია ჯანმრთელს ვიპოვით ყველას“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, წუხელ, გურიაში უხვი ნალექის შედეგად სტიქიური მოვლენები განვითარდა. დაიტბორა სახლები, ჩამოწვა მეწყერი. მეწყერში 10-მდე სახლი მოყვა. შედეგად ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, 2-ს კი კვლავ ეძებენ.