IWSC კონკურსზე, რომელიც წელს პირველად აჭარის რეგიონში გაიმართება, „ტოპ 10 ახალგაზრდა ქართველ მეღვინე“ დაჯილდოვდა. გამარჯვებულები IWSC-ის ღონისძიებაზე წარმოდგენილი ღვინოების შეფასების ქულების მიხედვით გამოვლინდნენ.
„ტოპ 10 ახალგაზრდა ქართველი მეღვინის" ჯილდო საქართველოს ღვინის ინდუსტრიის დინამიური განვითარების ხელშეწყობისა და ახალგაზრდა ნიჭიერი პროფესიონალების გამოვლენის მიზნით შეიქმნა. ჯილდო განკუთვნილი იყო35 წლამდე ასაკის მეღვინეებისათვის, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ღვინო IWSC-ის საერთაშორისო კონკურსზე წარედგინათ.
„ჩვენი მიზანი იყო, აღმოგვეჩინა ნიჭიერი ახალგაზრდა მეღვინეები, რადგან მხარი დავუჭიროთ მათ; წავახალისოთ ახალგაზრდები, აირჩიონ ეს პროფესია და გავზარდოთ ინტერესი მონათესავე სფეროების მიმართ, როგორებიცაა ღვინის მარკეტინგი, სომელიეს პროფესია, საცალო ვაჭრობა და დისტრიბუცია,“ – სარა ებოტი, ღვინის მაგისტრი, IWSC-ის ჟიურის კომიტეტის წევრი
ჟიურის წევრებმა 400-ზე მეტი ქართული ღვინო დააგემოვნეს, უკეთ გაეცნენ როგორც ქვევრის, ისე ევროპული ტექნოლოგიით დაყენებულ ნიმუშებს, შეაფასეს მათი უნიკალური ნიშან-თვისებები და ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნება. აღმოაჩინეს შთამბეჭდავი ხარისხის ღვინოები, რომლებიც აერთიანებდნენ როგორც საქართველოს უძველეს მეღვინეობის ტრადიციებს, ასევე თანამედროვე მომხმარებელთა ტენდენციების გათვალისწინებას.
ტოპ 10 ახალგაზრდა ქართველი მეღვინეთა გუნდი ასე გამიყურება:
გიორგი ჯმუხაძე, გიუაანი
ლუკა ჩიხრაძე, მონასტრული
თამთა აივაზაშვილი, დების ღვინო
სოფო ხუტიძე, წინანდლის მამული
ანა დოხნაძე, ნაბერაული
ოთარ ბიბილეიშვილი, ბრიცა
გიორგი შიუკაშვილი, კონჭო
თორნიკე მათითაიშვილი, ბარბალეს მარანი
დიმიტრი თავბერიძე, ქართველი
ალექსანდრე ჩალათაშვილი, ლიონიძის ზვარი
შეგახსენებთ, IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელები 28 ნოემბერს გამოავლინა. 34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - ასეთი შედეგებით დასრულდა ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC, რომელშიც წელს უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის 180-ზე მეტი კომპანიის 550 ღვინო, ჭაჭა, ბრენდი და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელები იყო წარმოდგენილი.
საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად, წელს ღვინისა და სპირტიანი სასმელების IWSC-ის კონკურსს პირველად უზბეკეთიც შეუერთდა. უზბეკურმა მეღვინეობებმა წელს პირველად მიიღეს მონაწილეობა IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia- ს კონკურსში.
აღსანიშნავია, IWSC საქართველოში რიგით მეოთხე კონკური წელს, პირველად აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში ჩაატარა, რამაც საერთაშორისო ჟიურის წევრებს მისცათ შესაძლებლობას დასავლეთ საქართველოს მდიდარ ღვინის კულტურას გაცნობოდნენ. ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ღვინოების ცნობადობის ზრდას და მათ პოპულარიზაციას სხვადასხვა რეგიონში. ბოლო წლებში აჭარის რეგიონი მნიშვნელოვნად განვითარდა და წარმოაჩინა თავისი მრავალფეროვანი ადგილწარმოშობის ვაზის ჯიშების პოტენციალი.




