პაატა სალიამ საქმიანობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის  თანამშრომლებს სპეციალური სახელმწიფო წოდება მიანიჭა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გამოუცხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღსრულების პოლიცია ორიენტირებულია, მედიაციის ინსტრუმენტის გამოყენებით საქმისწარმოება მხარეებს შორის მორიგებით დაასრულოს. ამ მიდგომის შედეგად კი, ბოლო წლების განმავლობაში, საქმეთა 80 პროცენტზე მეტი მხარეთა მორიგებით სრულდება.

ღონისძიების ფარგლებში, იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციის სპეცტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.