ირმა ჭკადუა: კამერიდან ამოღებული ინფორმაციიდან ცალსახად ჩანს, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

1590419570
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ოჯახური ძალადობის ბრალდების საქმის მასალებში არ დასტურდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა იძალადა.
ამის შესახებ ირმა ჭკადუამ POSTV- ში სტუმრობისას განაცხადა და განმარტა, რომ სრულად არის მტკიცებულება საიმისოდ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდეს.
"მამაკაცების ძალადობაზე საქმეებს საერთოდ არ ვიღებ, მაგრამ ეს არის ის საქმე, რომლის გაცნობის შემდეგადც მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩავრთულიყავი. ვინაიდან ბრალდების მხრის მტკიცებით არ დასტურდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა იძალადა და საქმეში სრულად არის მტკიცებულება იმისათვის, რომ ბასილაშვილი გამართლდეს. ამის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ შემთხვევის ადგილზე არის ვიდეო სათვალათვალო კამერა. კამერიდან ამოღებული ინფორმაციიდან ცალსახად ჩანს, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია" - განაცხადა უფლებადამცველმა.
შეგახსენებთ: ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკუტურატურის შუამდგომლობა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შესახებ და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ 100000-ლარიანი გირაო შეუფარდა.