"იმედი" პროდუსერი ირაკლი მოსეშვილი 7 ნოემბრის დარბევას იხსენებს და აცხადებს, რომ ეს იყო ორი მიზეზით: ერთი იმედის ჟურნალისტების დაშინებისთვის, ხოლო მეორე მაუწყებლობის გათიშვისთვის.
"10 ნოემბერს იმედის თანამშრომლები შეხვდნენ მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს, რომელმაც თანამშრომლებს უთხრა, როდესაც ეს ძალადობრივი ფორმა დაიგეგმა, მე შევეცადე ჩავრეულიყავი და ვთქვი, ნუთუ არ შეიძლება რაიმე ტექნიკური ფორმით გაითიშოს მაუწყებლობაო, მაგრამ მათ მითხრეს, რომ თანამგზავრიდან მაუწყებლობენ და ამიტომ აუცილებლად უნდა შევიდეთ და გავთიშოთო, ეს იყო მათი არგუმენტი"- განაცხადა ირაკლი მოსეშვილმა.