„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა უნივერსიტეტს, რომელიც ჩაერთო ამ ინიციატივაში. მათ ჩამოაწერეს დავალიანება სტუდენტებს. რა თქმა უნდა, ჩვენ შევთავაზეთ არჩევანი - შეუძლიათ თუ არა ჩამოუწერონ (დავალიანება). არ ჩამოწერის შემთხვევაში რა თქმა უნდა შევიძენდით ამ დავალიანების პორტფელს. ასეც მოხდა რამდენიმე კერძო უნივერსიტეტის შემთხვევაში. მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა, სააკაშვილის დედის უნივერსიტეტმა უარი გვითხრა, რომ ჩამოწერას სტუდენტების დავალიანება და მეორე იყო ბატონი ბენდუქიძის უნივერსიტეტი." - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
" მხოლოდ ორმა უნივერსიტეტმა გვითხრა უარი დავალიანების განულებაზე. რა თქმა უნდა, შევთავაზეთ, რომ ვიყიდით ამ დავალიანებას და ჩვენ ავუნაზღაურებთ. სხვა ყველა ჩაერთო ამ პროგრამაში. ამაშიც გამოჩნდა, როგორც ზრუნავენ ისინი სტუდენტებზე. სტუდენტებს იყენებენ ინსტრუმენტად, საკუთარი ბინძური პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, სტუდენტებს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდებათ დავალიანება - ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარი