"დღეს ყველა კეთილი ნების ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისათვის" - ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის წერილში, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ვებ გვერდი ავრცელებს:
"დღეს ყველა კეთილი ნების ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისათვის. ჩვენც, ჩვენის მხრივ, ყოველდღე შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, მშვიდობა მოანიჭოს წმინდა მიწას, მის მკვიდრთ და მთელ მსოფლიოს.
ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება."