Holoseum წარმოგიდგენთ იმერსიულ გამოფენას "ციფრული დეტოქსი", რომელიც რამდენიმე მხატვრის, კომპოზიტორის და ინტერაქციული დიზაინერის კოლაბორაციის შედეგია. გამოფენა 20 თებერვალს გაიხსნება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. 

გამოფენა ასევე მოიცავს ლაივ კონცერტს ყოველ კვირას. ჰოლოზეუმი გეპატიჟებით სპეციალურ პრეს-ტურზე 20 თებერვალს, 15:00-18:00
საათებში.

გამოფენის შესახებ
თქვენ ნახავთ გასაოცარ თავგადასავალს, ინტერაქტიული ნამუშევრების მეშვეობით, რომლებიც შექმნილია ჩვენი გონების გასაწმენდად, სტერეოტიპებისა და ცრურწმენებისგან. ციფრული ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს შევქმნათ თვალწარმტაცი წარმოსახვითი გარემო, რომელიც გვეხმარება საკუთარი თავის სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვაში და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი აღქმის ზოგიერთ ხისტ ნიმუშს. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენმა გუნდმა შექმნა 8 მულტიმედიური ნამუშევარი და გეპატიჟებით განსხვავებულ ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად.
პრომო ვიდეო – https://youtube.com/shorts/T5Y-Z0YE424?feature=share
მხატვარი გამოფენის შესახებ: ანუშკა ჩხეიძე: ციფრული დეტოქსის იდეა ჩემთვის ძალიან გავს ტყეში სეირნობას ან
თავისუფლად ფიქრს და ყველაფერზე საზღვრებს გარეთ, პოლიტიკაზე, ადგილებზე და პირად საკითხებზე... ციფრული დეტოქსი მოგვცემს საშუალებას მუსიკასთან და ვიზუალებთან ერთად მივიღოთ სიამოვნება შეხების და გამოხატვის ურთიერთქმედებით. ადამიანი უნდა ეცადოს იყოს თავისუფალი, მითუმეტეს იმ სუტიაციაში და პირობებში როცა გარემო საზიანოა. ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოფენა დეტოქს თერაპიის მსგავსად იმუშავებს, რომ ერთი წუთით მაინც დაივიწყო ყოველდღიური პრობლემები. თქვენ უნდა იყოთ სამყაროს მიღმა ერთი წუთით, მაგრამ
არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ხართ მისი ნაწილი და ყოველთვის შეგიძლიათ რაღაცის შეცვლა.


გამოფენა მოიცავს 8 ინსტალაციას, მათ შორის:
“ფეხშიშველი ტყეში” - ანუშკა ჩხეიძე და ილდარ იაკუბოვ
“თავისუფალი სტილის მანქანა” - ანრი ლომია
“სუპერმიწიერი” - გიორგი ბაძაღუა, ნიკა ჩარგეიშვილი, თორნიკე ჩოხელი
“სხვის თვალში” - ტიმო შულცი
“Gliding flap” - ვლად იშ
“თვალი და გული” - თედო მახარაძე
“Hexucinatory” - ვლად იშ
“ზეთისხილი” - ილდარ იაკუბოვი

ჰოლოზეუმის შესახებ:
ჰოლოზეუმი არის ერთ - ერთი ყველაზე დიდი ციფრული ხელოვნების მუზეუმი საქართველოში, ის გთავაზობთ ეკრანის უპრეცედენტო სივრცეს 100 მილიონზე მეტი პიქსელის გარჩევადობით. გამოფენაში მონაწილე მხატვრებმა დააპროგრამეს რამდენიმე ინტერაქტიული სენსორი, რომელიც ვიზიტორებს შოუს ნაწილად აქცევს. პრეს ტურს ჩაატარებენ გამოფენის მონაწილე მხატვრები და დიდი სიამოვნებით უპასუხებენ კითხვებს იდეების, მუშაობის პროცესისა და ნამუშევრების მიღმა არსებული ტექნოლოგიების შესახებ.

"ჩვენი გუნდი მტკიცედ დგას რუსეთის ომის წინააღმდეგ უკრაინაში და ასევე ქართული მიწის ოკუპაციის წინააღმდეგ. გაყიდული ბილეთებიდან თანხის ნაწილი რუსული აგრესიით დაზარალებულთა ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება. ფინანსური ანგარიში ღია იქნება საზოგადოებისთვის." - ნათქვამია გამოფენის ორგანიზატორთა განცხადებაში.