გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 30 წლამდე ასაკის  ქალი სავარაუდოდ, დაკონსერვებული საკვების  მიღების შედეგად, ინტოქსიკაციით  გარდაიცვალა. 

შემთხვევა გუშინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში დამზადებული დაკონსერვებული ბადრიჯანი მიიღო, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა. 

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად ჩანიშნულია ექსპერტიზა.