„წლების განმავლობაში საქართველოსა და ირანში მეცნიერები ერთობლივად მუშაობენენ ორივე ქვეყნის კულტურასა და ისტორიაზე. ისლამური რევოლუციის შემდეგ ეს ურთიერთობა რამდენიმე წელი შეჩერდა",  - ამის შესახებ თავრიზის უნივერსიტეტის კავკასიის საკითხებზე კვლევების ხელმძღანელმა, აჰმად ფარშბაფიანმა ირანში ქართველ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც ქართველი ჟურნალისტები მედიატურით იმყოფებიან.

მისი თქმით, თავრიზის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ფაკულტეტი დაახლოებით 5 წელზე მეტია თანამშრომლობს აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და კვიპროსთან.

"2 კვირის წინ ქუთაისის უნივერსიტეტის დელეგაცია იყო ჩამოსული. გადაწყდა, რომ 2 თვის შემდეგ თავრიზიდან ქუთაისში და თბილისში ჩავა დელეგაცია, სადაც ხელს მოვაწერთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ასევე 4 სტუდენტი ჩამოვა თავრიზის უნივერსიტეტში სასწავლებლად."

როგორც აჰმად ფარშბაფიანი ამბობს, ირანში 2015 წელს ჩატარდა ფესტივალი და ის სტუდენტები, რომლებიც კავკასიის საკითხებზე მუშაობდნენ დაჯილდოვდნენ. მათ შორის იყვნენ საქართველოს წარმომდგენელებიც. აჰმად ფარშბაფიანი აღნიშნავს, რომ მისი სურვილია ასეთი ფესტივალი საქართველოშიც ჩატარდეს.

კავკასიოლოგმა ქართველ ჟურნალისტებს თხოვნით მიმართა და განაცხადა: „თავრიზის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში 120 ათასი წიგნი გვაქვს, აქედან ქართული 250 დასახელების წიგნია. ჩვენ კავკასიოლოგიის ფაკულტეტზე საქართველოს ოთახის გახსნას ვგეგმავთ. თხოვნა მაქვს, საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახენ წიგნები გამოგვიგზავნოთ“- აღნიშნა ფარშბაფიანმა.

მისივე თქმით, ქუთაისის რექტორის ინიციატივით სექტებერში ირანელი 20 კაციანი სტუდენტების ჯგუფს თბილისში და ქუთაისში ჩამოიყვანენ, ხოლო 25 ქართველი სტუდენტი ივლისში ჩავა ირანში, ხოლო აგვისტოში კი 10 ქართველი ლექტორი ჩამოვა.