ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შეკითხვაზე, „მოგწონთ თუ არა ამ ადამიანის ან ორგანიზაციის მიერ შესრულებული სამუშაო?“, შედეგები ასე გამოიყურება:
სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე - 35%; ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე - 61%; კახა კალაძის მიერ თბილისის მერის თანამდებობაზე - 63%
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა პოლიტიკური ნაწილის გარდა სხვა აქტუალურ საკითხებსაც მოიცავს და საზოგადოების განწყობას გამოხატავს.
კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ 22 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით ჩაატარა. წარმომადგენლობითი შერჩევით ქვეყნისა და თბილისის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წესით საქართველოს 2026 მოქალაქე გამოიკითხა. 59 %, ანუ 1212 რესპონდენტი სავარაუდო ამომრჩეველია, რომელიც, სავარაუდო ხმის მიცემის შესახებ 2 შეკითხვაზე პასუხისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის უფლების მქონეთა თვითგაცხადებული ხმის მიცემის ისტორიის მიხედვით გამოვლინდა,
ცდომილების ზღვარი: ქვეყნის მასშტაბით რიგითი მოქალაქეების გამოკითხვის შემთხვევაში - +/- 2.2%-ია. ქვეყნის მასშტაბით სავარაუდო ამომრჩევლის შემთხვევაში - +/- 2.9%-ი.