შეთანხმება მიღწეულია - გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩამსვლელი სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგება იწყება. - ამის შესახებ თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

 უნდა მოხდეს ბენზინგასამართი სადგურების აღება და მოეწყოს დამატებითი საგზაო ზოლი. დღეს, მთავრობის სხდომაზე, ქონების ადგილმონაცვლეობის საკითხი განიხილება და ახლო მომავალში დაიწყება სადგურების დემონტაჟი. - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.