თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით გმირთა მოედანთან გადაინაცვლეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა.

"კოალიციამ ცვლილებებისთვის" და "ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ" გმირთა მოედანთან  ორი კარავი გაშალეს.

აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან დარჩენას 22:00 საათამდე გეგმავენ.

ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერები 24-25 ნოემბრის გეგმებზეც გააკეთებენ განცხადება.