გლდანის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, თეთრი ტბის დასახლებაში საგზაო პროექტს ახორციელებს. ამჯერად,  კალანდაძის ქუჩის მონაკვეთისა და თეიმურაზ ბატონიშვილის I, II შესახვევისა და ბორჩალოელის ქუჩების მონაკვეთებზე გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოების შედეგად, 1 600 გრძივ მეტრზე  ეწყობა სანიაღვრე ქსელი, 

9 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი დაიგება ასფალტის საფარი, რისთვისაც 1 400 000 ლარამდე დაიხარჯება.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.