გლდანის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტი ხორციელდება.
აღნიშნული პროგრამით, სახურავისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაციის სამუშაოები 24 მისამართზე დასრულდა, მათ შორის, ზარზმის N19 კორპუსსა და ლაგურაშვილის N1 კორპუსებში. ჯამში, 24 მისამართზე დასრულებული სამუშაოებისთვის 537 978 ლარი დაიხარჯა.
ამ ეტაპზე, სამუშაოები 20 მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის, მუხიანის II მიკრორაიონის N11 და გლდანის I მიკრორაიონის N21 კორპუსში.
მიმდინარე სამუშაო პროცესს რამდენიმე მისამართზე გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.
აღნიშნული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და გამგეობის მიერ 100%-ით ფინანსდება. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5% - 10 % -ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.