გიორგი აბუთიძე თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად დაინიშნა

1580888599
მის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა
"ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციაზე, მინდა, წარმოგიდგინოთ გიორგი აბუთიძე, რომელიც აქამდე იკავებდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას. მანამდე კი სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა საქართველოს ელექტროსისტემაში. პროფესიით გახლავთ ინჟინერი და ვფიქრობ, მისი გამოცდილება და სპეციალობა ძალიან გამოგვადგება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში.
როგორც ადრე ვთქვი, წელსაც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი დედაქალაქში და იმედი მაქვს, რომ გიორგი ამ ახალ გამოწვევას წარმატებით გაართმევს თავს"- განაცხადა თბილისის მერმა.