თუ დგახარ მიწაზე და უყურებ ცას, რომლებისთვისაც შეგიძლია ყველაფერი გაიღო და არაფერი მოითხოვო, ე.ი. ეს შენი სამშობლოა - ამის შესახებ ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

„თუ დგახარ მიწაზე და უყურებ ცას, რომლებისთვისაც შეგიძლია ყველაფერი გაიღო და არაფერი მოითხოვო, ესე იგი, ეს შენი სამშობლოა. თუმცა, უნდა იცოდე, რომ ყველა ასე არ ფიქრობს - ზოგიერთებს მხოლოდ წაღება უნდათ და მოტანა - არა.

მყარად დადექი შენს მიწაზე და შეიგრძენი შენი ცა, რათა ორივეს შესწავლა და დაცვა შეძლო. შენსავით ამას ვერავინ გააკეთებს, რადგან ღმერთმა ეს სწორედ შენ დაგავალა“,- წერს მურღულია.