ამბობენ, რომ ისტორიის გზაზე მცოდნე კაცს ჩამორჩა კარგი კაცი.
სიკეთის გასაკეთებლად მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ არის - სიყვარული და შესაფერისი მიზანიც აუცილებელია.
ეს ტრივიალური ჭეშმარიტებაა და თითქოს ყველამ იცის, მაგრამ იცოდე, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ აკეთებდე. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

"ახალი დღე გათენდა - შეაზავეთ ერთმანეთს ცოდნა და ქცევა.
ეს დღეც სიტყვისა და კარგი საქმის გაერთიანების შესაძლებლობაა, რომელიც ღმერთმა კიდევ ერთხელ მოგვცა.
საკმარისი არ არის - უბრალოდ იცოცხლო.
უნდა იცხოვრო კიდეც." - წერს გია მურღულია "ფეისბუკში".