ფილოლოგი გია მურღულია წერს, რომ ცდუნება ათასია, ნებისყოფა - ერთი, მაგრამ ამ ერთის მხარეს ღმერთია.
"ასე რომ არ იყოს, დიდი ხნის წინ მუდმივად და საბოლოოდ დამარცხდებოდა. ნებისყოფას შეუძლია ცხოვრების "თამაში" მოგვაგებინოს. სამწუხაროდ - არა მშრალი ანგარიშით." - წერს გია მურღულია "ფეისბუკში".