ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოლოგი გია მურღულია წერს:

თუ მხოლოდ სათავისოდ ცოცხლობ და არაფერი გსურს, ჭამის, სმის, გართობისა და დასვენების გარდა, შეიძლება კმაყოფილი იყო, მაგრამ ბედნიერი ვერასდროს იქნები.

ბედნიერებას სხვის წინაშე პასუხისმგებლობა სჭირდება.

სიტყვებსაც აქვთ საკუთარი იერარქია:

"კმაყოფილი" მხოლოდ პირველ ცაზეა, "ბედნიერი" კი მეცხრეზეც შეიძლება იყოს.