საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2021 წელს  COVID-19 პანდემიის ზოგად განათლებაზე ზეგავლენის შეფასების მიზნით თემატური მოკვლევა განახორციელა.





2023 წელს, კომიტეტმა, სამოქმედო გეგმის საფუძველზე, აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი დაიწყო.

პროცესს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე  ბაია კვიციანი ხელმძღვანელობს.

გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ფარგლებში ბაია კვიციანმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

აღნიშნული პროცესის განმავლობაში, დაგეგმილია საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები.

აღნიშნულის შემდეგ, მომზადდება დასკვნა, რომელშიც ასახული იქნება გაცემული რეკომენდაციების შესრულების კუთხით არსებული მდგომარეობა.