თბილისის მერიის განცხადებით, გადაუდებელი საგზაო სამუშაოების გამო, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ სოფელ გლდანისკენ მოძრავი N365 ავტობუსი  მგზავრებს დროებით მხოლოდ ლიბანის შესახვევის N22  კორპუსამდე მოემსახურება.


"მოძრაობის დადგენილი მარშრუტი საგზაო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

რაც შეეხება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ სოფელ გლდანისკენ მოძრავ N355 ავტობუსს, იგი შეუფერხებლად იმოძრავებს." - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.