არსებული ინფორმაციით, ფოთში, ნომერ მეშვიდე ნავმისადგომზე ერთ-ერთ სატვირთოში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინია“ აღმოჩენილი.

ნარკოტიკები სატვირთოს მისაბმელში, სპეციალურად მოწყობილ საცავში იყო დამალული. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ირანის მოქალაქის მართვის ქვეშ იმყოფება.

როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები.