ეზუგბაია: მე ვარ მართლმადიდებელი, პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, მას შევასრულებ

1585772347
ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "ღამის ამბებში" განაცხადა.
"მე ვარ მორწმუნე, მართლმადიდებელი მორწმუნე, მრავალი წელია ეკლესიაში დავდივარ. ვესწრები თითქმის ყველა წირვა-ლოცვას. სახელმწიფო და საპატრიარქო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს და ალბათ უკვე მიღებულია...
პატრიარქის კურთხევა რაც იქნება, როგორც მორწმუნე ადამიანი, მას შევასრულებ. ყველაფერი უფლის ნებაა ამ ქვეყანაზე. მორწმუნე ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს ტაძარში მივიდეს და სააღდგომო ლიტურგიას დაესწროს და დაიცავს ყველა წესებს და რეკომენდაციას, რომელიც მოწოდებულია ეპიდემიოლოგირი თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სააღდგომო ლიტურიგიაზე დასწრება.
მე დარწმუნებული ვარ, გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შოროს.
ჩვენი პატრიარქის გონიერებაზე მსოფლიო ლაპარაკობს. ასე, რომ მისი გადაწყვეტილება და მისი კურთხევა იქნება სწორი. თუ ყველაფერს შევასრულებთ ისე, როგორი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ეს არაფერს დააშავებს და არ გაფუჭებს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნავს: "მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს".