ეზუგბაია: COVID-19-ით გამოჯანმრთელებული პაციენტი საავადმყოფოს ალბათ, დღეს დატოვებას

1584342193
ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„დღევანდელი მონაცემებით ჩვენთან 45 პაციენტი წევს, აქედან 48 არის ინფიცირებული. გუშინ გაცხადდა, რომ ჩვენი პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მასთან განმეორებით 2-ჯერადი ტესტირებით მიღებულია უარყოფითი პასუხი. ხოლო მეორე პაციენტზე, რომელთანაც მიღებული ტესტი პირველ ჯერზე უარყოფითი პასუხი დღეს ჩატარდება მასთანაც ტესტირება და ბატონო თენგიზ ცერცვაძე მოგახსენებთ ჩატარებული ტესტირების პასუხს. ვიმედოვნებთ, რომ იქაც ალბათ პასუხი უარყოფითი იქნება და ეს იქნება ჩვენი მეორე გამოჯანმრთელებული პაციენტი.
როგორც იცით ჯანმო-მ უკვე გამოქვეყნა რომ საქართველოში ინფიცირებულებთან ერთად პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტის სტატუსი.
„გამოჯანმრთელებული პაციენტი ალბათ დღეს დატოვებს საავადმყოფოს, დღეს კიდევ შეფასდება არსებული სიტუაცია და დღის განმავლობაში მიიღება გადაწყვეტილება და პაციენტი დატოვებს კლინიკას, როგორ და როდის ვერ გეტყვით. მაგრამ პაციენტი საავადმყოფოს დატოვების შემდეგ 1 კვირის განმავლობაში გადავა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თვითიზოლაციაში“.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 33 შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში 637 ადამიანი იმყოფება. ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54 პირია.