PR კონსულტანტი, სოსო გალუმაშვილი სოციალურ ქსელში წერს: 

"ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სომელიეს საქართველოში ერთკვირიანი მოგზაურობის მიგნებები :)

მელანია ბატისტონი საქართველოში მოგზაურობის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

1. მთლიანი კვირის შეჯამება 🥰

2. ჭაჭა, რაღაცნაირად ქართველების საყვარელი სიტყვაა 😂 ეს არის ტრადიციული ყურძნის არაყი. 

3. ტარხუნის ლიმონათი და წითელი ღვინისგან გაშავებული კბილები 🤣. ტარხუნა ქართველების საყვარელი მცენარეა. ტარხუნის ლიმონათი უცნაური ვიზუალის, არომატული მსუბუქი სასმელია. 

4. ქართული სამზარეულო უმეტესად ხორცეულისგან შედგება! ქათამი, ღორის, საქონლის და ხბოს ხორცი. ჩემთვის ყველაზე გემრიელი მწვადი იყო 🍖

5. ხინკალი 🥟 და როდესაც ფიქრობ, რომ სადილი დასრულდა…სწორედ მაშინ შემოდის სუფრაზე ხინკალი. ეს კერძი ფორმით ჰგავს მზეს (ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო ქართულ მითოლოგიაში). ყველაზე მნიშვნელოვანია მისი წვენის თბილ მდგომარეობაში მირთმევა. 

6. საუკეთესო ღორის ლოყები, რომელიც დამიგემოვნებია. 

7. ყველა ქართულ სუფრაზე გვხვდება ფხალი. ეს არის ცივი კერძი, რომელიც განსაკუთრებულად კარგია ქართულ პურთან ერთად. ფხალის მომზადება ყველანაირი ბოსტნეულისგან არის შესაძლებელი. 🥦 

8. ქართული ყანწი, სასმელი ჭურჭელი, რომელიც ჩვეულებრივ კეთდება ცხვრის ან თხის რქისგან და სუფრაზე მისი გამოყენება, ქართული ტრადიციის ნაწილია. სადღიგრძელოს დასრულების შემდეგ აუცილებელია მთლიანი სასმისის დაცლა. 

9. დეივიდ კერმოდი და მისი საყვარელი ხ ა ჭ ა პ უ რ ი 💓 გემრიელი ქართული კერძი, რომელიც ყველისგან და ცომისგან მზადდება. ხაჭაპურის 50-ზე მეტი სახეობა არის იდენტიფიცირებული მაგრამ როგორც მივხვდი ყველანაირ ხაჭაპურს ბევრი ყველი აქვს 🧀  

10. ქართული სადღეგრძელო/ პერფორმანსი? წარმოიდგინეთ სტუმრებით სავსე მაგიდა, რომელთანაც ასევე ზის თამადა და სადაც დევს უამრავი ღვინო. თამადა ასახელებს სპიკერს, რომელიც ყვება ამბავს ან ისტორიას რომელიც მის გულთან ახლოსაა. ქართული სუფრა შეიძლება საათობით გაგრძელდეს და ის არის ძლიერი ემოციური კავშირების გაზიარების ადგილი.

♥️საქართველო მხიარულების და სიცილის ადგილია. და რაც მთავარია,(🏊🌊🏓🎳) ეს არის ადგილი, სადაც არის გულითადად შ ე უ დ ა რ ე ბ ე ლ ი სტუმარმასპინძლობა".