საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“ 2023 წლის 21-23 სექტემბერს გაიმართება და ის მეფე დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 950 წლის იუბილეს ეძღვნება.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: ფილოლოგია; ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია; ხელოვნებათმცოდნეობა; კულტუროლოგია; ციფრული ესთეტიკა და დიზაინი; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კონსერვაცია-რესტავრაცია.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის გვერდზე: https://archive.gov.ge/ge/viii-saertashoriso-konferentsia-1.