საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის პრობლემების გამო, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.
კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორის, სოფიო ასპანიძის ინფორმაციით, „პაციენტი შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურები. მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში. მდგომარეობა საყურადღებოა, ჰემოდინამიკა არასტაბილურია“.
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, "ექიმების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რათა რაც შეიძლება მეტად ყოფილიყო უზრუნველყოფილი პაციენტის უსაფრთხოება. ასაკის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ვითარება მარტივი არ არის. ამჟამად პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მიმდინარეობს დაკვირვებაც და ყველა საჭირო ღონისძიების გატარებაც საიმისოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პარამეტრი. რა თქმა უნდა დაკვირვება გაგრძელდება".









