- ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს,დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით
- გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთიფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და დაამოწმოს
ელექტრონული ხელმოწერა და შტამპი ძალაში შევიდა - რა უნდა ვიცოდეთ გამარტივებულ პროცედურებზე

1547128877
2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები,პრეტენდენტები ან მიმწოდებლები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
ცვლილებების საფუძველზე მომხმარებელს საშუალება ეძლევა,დაზოგოს დრო,დაძლიოს მანძილი.მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაამოწმოს დოკუმენტი ან გააფორმოს ხელშეკრულება.
სატენდერო ან საკონკურსო პირობების შემადგენელ დოკუმენტებს დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან კვალიფიციური შტამპი.იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობა არ მოითხოვს სისტემაში დოკუმენტის დამოწმებული ასლების ატვირთვას.
პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს ან დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით,ანდაც კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: