2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 2006-2022 წლებში დიმიტრი სანაკოევი საუბრობს.
კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვაზე, თუ სად ნახა მერაბიშვილი გორში, სანაკოევმა განაცხადა, რომ „სადღაც სამხედრო ნაწილის შტაბში იყო“.
მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილთან ერთად იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, რომლებსაც გადაწყვეტილებების მიღება უჭირდათ.
„[მასთან ერთად] ორივე მინისტრი იყო- შინაგან საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი. მათ გარშემო იყვნენ ოფიცრები, გენერლები, ხალხი, თბილისიდან ჩამოსული. [კეზერაშვილთან] კავშირიც არ მქონდა. უბრალოდ იქ ვნახე კაცი, რომელიც არაადეკვატური იყო. მშვიდი არ იყო. გადაწყვეტილების მიღებაზე ძალიან ნერვიულობდნენ, უჭირდათ“.-განაცხადა სანაკოევმა.