დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე გასართობი ღონისძიება გაიმართა. 

გამგეობის ცნობით, 5 საათის განმავლობაში პატარების განწყობაზე ანიმატორები და ჯამბაზები ზრუნავდნენ. ტყე-პარკისტერიტორიაზე დამონტაჟდა გასაბერი ბატუტი და საბავშვო ატრაქციონები. მოეწყო წიგნებისა და ყვავილების გამოფენა.

პატარებს დიდუბის გამგეობისგან უფასოდ ღონისძიების ფარგლებში, დიდუბესა და დიღმის მასივში მცხოვრებ ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში კაბრიოლეტი-ავტობუსები ემსახურებოდა და თბილისის ღირსშესანიშნაობების გაცნობითი ტური ჩაუტარდათ.

ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და დიღმის მაჟორიტარი დეპუტატი თარაშ შურღაია ესწრებოდნენ.