დღეს, ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღე აღინიშნება. 

1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ", რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

დღეისთვის ქვეყანაში ვეტერანის სტატუსის მატარებელი 70 000-ზე მეტი პირია.

ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიება იმართება, რომელშიც აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო და კერძო სექტორი.