დღეს, 25 იანვარს, ქართველი სახალხო პოეტის, 1920-იანი წლების პარტიზანული მოძრაობის მონაწილისა და ,, შეფიცულთა რაზმის'' წევრის - მიხა ხელაშვილის დაბადების დღეა. 

მიხა ხელაშვილი 124 წლის გახდებოდა.

ქართველ სახალხო პოეტს, 1920-იანი წლების ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრ მიხა ხელაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.მიხეილ (მიხა) ხელაშვილი (დ. 25 იანვარი1900ახადი, — გ. 25 იანვარი1925ჩარგალი) — ქართველი სახალხო პოეტი, 1920-იანი წლების ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი. ავტორია პოპულარული ლექსისა „ლექსო ამოგთქომ ოხერო“, რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხელაშვილის მშობლიურ ფშავში. 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში. გავრცელებული ვერსიით საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლეს საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობრებმა: ლევან გარსევანიშვილმა, ლუკა მარცვალაშვილმა და ვახტანგ რაზიკაშვილმა.[1] სხვა ვერსიით დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს. დაკრძალულია ჩარგლის სოფლის სასაფლაოზე. მიხა ხელაშვილის ლექსების თემატიკა მრავალფეროვანია - ძირითადად პატრიოტული და სატრფიალო ლექსებია, თუმცა ასევე მოიცავს ელეგიური ჟანრის მელანქოლიურ ნათქვამებსაც.[1] საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე.

ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი მიხა ხელაშვილის ცხედარი ორი კვირის განმავლობაში ღია ცის ქვეშ განისვენებდა და შემდეგ მისმა დამ, სალომემ ნეშტი მოიპარა ჩარგალში დასაკრძალად. 

2022 წლის 9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხა ხელაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.