ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე წერს. მისი თქმით, ბრალდებულმა ორი ძაღლი სასიკვდილოდ ცემა, რომელთაგან ერთი გადარჩა, მეორე კი დაიღუპა.
"ხვალ დუსკას პატრონის სასამართლოა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ადამიანი იჯდეს ციხეში. ძალიან ბევრი სისასტიკე მინახავს, მაგრამ ეს ამბავი ჩემთვის ძალიან სენსიტიური აღმოჩნდა, ალბათ იმიტომ რომ დუსკა დღეს ჩემთან არის.
ყოველ დღე იმ თვალებში ვუყურებ, რომლითაც ყველაფერს უყურა, როგორ ტანჯვით მოუკლეს ძმა. გგონიათ ორივე ძაღლი ერთად ვერ მოერეოდა იმ ნაგავს? მაგრამ ძაღლი ხომ საოცარი არსებაა და არასდროს ჩაიჭრება ერთგულებაში...
ხვალ რომ ის კაცი გამოუშვან სასაცილო გირაოთი, დარწმუნებული ვარ პირველი რასაც გააკეთებს, დუსკას დაბრუნებას მოითხოვს..
ამის ფონზე რა ხდება ამ "სფეროში" (თუ რას ეძახით?), ერთმანეთის ჭმა, გინება, ლაივებით ლანძღვები...არავის დაუანონსებია რომ ხვალ იმ გარეწრის სასამართლოა. ალბათ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე ერთმანეთის დედის გინება🤷♀️
ერთხელ მაინც გადადეთ გვერდზე საკუთარი პაწაწინა ეგოების დაკმაყოფილება და გააკეთეთ მართლა საქმე, სირცხვილია."- წერს ტასო ლოსაბერიძე.