ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, 12 სექტემბერს,  შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს მთიან რეგიონებში და კახეთის (განსაკუთრებით გარე კახეთის) ტერიტორიაზე ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.