მე არასოდეს მქონია არანაირი შეხება უშიშროების სამსახურებთან - ამის შესახებ წმინდა სინოდის მიერ მღვდელმსახურება შეჩერებული დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს.

"ვიღაც სამი ახალგაზრდა ჰორმონებმოჭარბებული ქალი კიდევ ერთხელ შემომხტარა ამ ღამე მეუფე სვიმონა ლენდკრუიზერა ხაშურსკის მრევლუშკები და "სულიერი" დაქალოჩკები არ მეშვებიან ეს დღეები მლანძღავენ და მთათხავენ, მთავარი "ბრალდება": შე სუსის აგენტოო. რატომ ღმერთი არ გაიცინებს, ამას მეუბნებიან სუსის ყოფილი ხელმძღვანელის გოგაშვილის ნათესავ და ფავორიტ ლენდკრუიზერა ეპისკოპოსის ზომბები, რომელმა ეპისკოპოსმაც სასულიერო განათლების არ მქონემ, 31 წლის ცხვირმოუხოცავმა და უვიცმა ბიჭმა (რადგან საეკლესიო კანონმდებლობით ეპისკოპოსის ასაკის ქვედა ზღვარი 35 წელია) მიიღო ეპისკოპოსის წოდება და გავლენები ეკლესიაში. მე არასოდეს მქონია არანაირი შეხება უშიშროების სამსახურებთან. სხვათაშორის, ასევე არც არასოდეს ყოფილა მათგან დაკავშირების მცდელობა გადასაბირებლად და აგენტად ქცევისათვის, არც სტუდენტობისას და არც მღვდლობის დროს, ალბათ მათ კარგად იციან ვის დავერბოვკებას შეძლებენ და გამოიყენებენ. მე ხომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, ჯგუფხელი ვიყავი კურსზე და არ ვიყავი შეუმჩნევლი ოდეერებისთვის, არც სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს ვყოფილვარ შეუმჩნეველი, მით უფრო არც მღვდლობაში, მაგრამ არასოდეს ჩემი გადაბირება უშიშროების სამსახურებს არ უცდიათ, ყოველშემთხვევაში მე არ მაქვს ინფორმაცია ამაზე და ვერც სუსის კრებსებში ნახავთ ვერაფერს, სადაც ძალიან კარგად სჩანს სუსთან დაახლოებული და აგენტებად ქცეული სასულიერო პირების სახელები. ეს მინდოდა გცოდნოდათ." - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

 

შეგახსენებთ: დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ, 14 ნოემბერს სოციალურ ქსელში დაწერა:

"მის ყოვლადუსმღვდელოესობას, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონ ცაკაშვილს გულითადად ვულოცავ 120 000 $ ღირებული ლენდკრუიზერ 300 - 2022 - ის ყიდვას და მარნეულის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანთან გათანაბრებას, რომელმაც წინა თვეებში დაასწრო ამ მოდელის მანქანის შეძენა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ნათქვამია , გული არ გაიტეხო, "წმინდაო მეუფეო"! ჭეშმარიტად ძმური და ქრისტესმიერი მონაზვნური უპოვარება და უბრალოებაა! ა(ნა)ქსიოს!

P.S. ქვეყანაში, სადაც ბავშვები და მოხუცები შიმშილობენ და წამალი არ აქვთ, ეს გაქსუებული უვიცი ნაძირალები ძვირად ღირებული მანქანებით ეჯიბრებიან ერთმანეთს! გულისამრევები".

მოგვაინებით, ხაშურის ეპისიკოპოსმა განმარტება გააკეთა, რომ ძვირადღირებული ავტომანქანა, მას მრევლმა აჩუქა.