ხაშურის ეპისკოპოსს გულითადად ვულოცავ 120 000 $ ღირებული ლენდკრუიზერ 300 - ის ყიდვას - ამის შესახებ საზღვარგარეთ მოღვაწე სასულიერო პირი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს.
 
 
 
 

"მის ყოვლადუსმღვდელოესობას, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონ ცაკაშვილს გულითადად ვულოცავ 120 000 $ ღირებული ლენდკრუიზერ 300 - 2022 - ის ყიდვას და მარნეულის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანთან გათანაბრებას, რომელმაც წინა თვეებში დაასწრო ამ მოდელის მანქანის შეძენა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ნათქვამია , გული არ გაიტეხო, "წმინდაო მეუფეო"! ჭეშმარიტად ძმური და ქრისტესმიერი მონაზვნური უპოვარება და უბრალოებაა! ა(ნა)ქსიოს! 

P.S. ქვეყანაში, სადაც ბავშვები და მოხუცები შიმშილობენ და წამალი არ აქვთ, ეს გაქსუებული უვიცი ნაძირალები ძვირად ღირებული მანქანებით ეჯიბრებიან ერთმანეთს! გულისამრევები" - წერს ილია ჭიღლაძე.