საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ვიდეო ჩანაწერს ავრცელებს, რომელიც 2017 წელს, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან თბილისში ვიზიტს უკავშირდება.
"შეპირებული ფირი საპატრიარქოს არქივიდან.
2017 წლის პირველი ნოემბერი, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის ვიზიტი პატრიარქთან. სრული ჩანაწერი, მისალმებიდან დამშვიდობებამდე.
უნდა დასრულდეს 9 წლიანი სპეკულაციები და ტყუილები, თითქოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ერთი ერთზე შეხვედრა ჰქონდა სტუმართან ამ ვიზიტის დროს და თითქოს მოსაყდრის გამორჩევა რაიმე კავშირში იყოს ამ დღესთან" - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.








