თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე №75 -ში მდებარე შენობაში სამართალდამცველები შევიდნენ. გავრცელებული ინფორმაციაში ანონიმური ზარი შევიდა საგამოძიებო უწყებაში და ე.წ. ქოლცენტრისა არსებობის შესახებ განაცხადა.
ქართულ მედიაში გაავრცელა ინფორმაცია, შენობა, სადაც საგამოძიებო უწყება შევიდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს და უკრაინის რადას უმრავლესობის ლიდერს, "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელს დავით არახამიას და მის ძმას, მიხეილ არახამიას. ეკუთვნის.
როგორც გაირკვა, შენობა შპს "მისანის" საკუთებაა, რომ ერთ-ერთი მეპატრონე გიორგი ვაშაძის ძმა, დავით ვაშაძე. რომელმაც მედიასთან განაცხადა, რომ ე.წ. ქოლცენტრებზე არაფერი სმენია.
"შენობის 25% მეკუთვნის მე, მეორე სართულზე რომ სასტუმროა, ეგ არის ჩემი. შპს-ში დირექტორი იღებს ყველანაირ გადაწყვეტილებას, ვალდებულიც არ არის არავინ ამაზე გააფრთხილოს. დირექტორი სხვა არის, ის აკონტროლებს ამ მმართველ პაკეტს და საერთოდ, რა კომპანიაა, ისიც არ ვიცი, ვის აქვს ნაქირავები.
"ქოლცენტრზე" არასდროს არაფერი არ მსმენია. წინა მხრიდაn საერთოდ არავინ არ მოძრაობდა. გუშინ დამირეკეს სასტუმროდან, რომ ვიღაც მართლწესრიგის ოფიცერი კითხულობდა რა არის ზემოთო. მე საერთოდ ინფორმაცია არ მქონია, რადგან ზემოთ დაკეტილი იყო. ადრე იქ იყო ფრანგული ინსტიტუტი", - განაცხადა დავით ვაშაძემ ჟურნალისტებთან.