დავით კეზერაშვილი წინ იფარებს ჟურნალისტებს დანაშაულით მოპოვებული ფულის დასამალად და დასაცავად, რომელზედაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

„ის, რა ზიანიც მიაყენა საქართველოს, მის ბიუჯეტსა და მოსახლეობას, უნდა გადაიხადოს არა ჟურნალისტებისა და ტელევიზიის ხარჯზე, არამედ უნდა გადაიხადოს იმ ფულით, რომელიც წაღებული აქვს და რომლითაც როგორც თვითონ თქვა, პოლიტიკას აფინანსებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. წვრთნების საქმეზე, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და კეზერაშვილს 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა.