დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანის მოედანზე საზეიმო ღონისძიებები გაიმართება - სამზადისი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ადგილზე მისულ სტუმრებს დახვდებათ შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, სხვადასხვა ასაკის ადამიანს შეუძლია ჩაერთოს სპორტულ და კულტურულ აქტივობებში. ორბელიანის მოედანზეა მოწყობილი საბავშვო, საგამოფენო და მოსასვენებელი სივრცეები. სტუმრები შეძლებენ ღვინის დეგუსტაციასაც.