გუშინ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა საქართველოს მოსახლეობის 2022 წლის 1 იანვრისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2022 წლის პირველი იანვრისთვის საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ შეადგინა 3 688 647, რაც 39 926-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოს მოსახლეობის ოდენობის შემცირება ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა შორის მინუს 13 960-იან სხვაობასთან ერთად განაპირობა უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ – მინუს 25 966.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე ემიგრანტების და მიგრანტების შესახებ მონაცემები 2002 წლიდან 2022 წლამდე პერიოდს მოიცავს. მონაცემთა სისტემატიზაცია გვიჩვენებს, რომ ემიგრანტთა რიცხოვნობა ამ 20 წლის განმავლობაში შეადგენს 1 820 826-ს, ხოლო მიგრანტთა რიცხოვნობა კი 1 498 010-ს.
2002-2021 წლებში ემიგრაციაში წასულთა საშუალო წლიური ოდენობა 91 041-ს შეადგენს, 2004-2012 წლებთან შედარებით მცირედით (906-ით) არის გაზრდილი 2013-2021 წლებში და დროის ორივე მონაკვეთში მნიშვნელოვნად მეტია 2002-2003 წლების საშუალო წლიურ რიცხოვნობაზე.
2002-2021 წლებში ქვეყანაში შემოსულთა (მიგრანტთა) საშუალო წლიური რიცხოვნობა 74 901-ის ტოლია, 2013-2021 წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი 2004-2012 წლებთან შედარებით და დროის ორივე მონაკვეთში ბევრად აღემატება 2002-2003 წლების საშუალო წლიურ რიცხოვნობას (47 977).
სულ, 20 წლის ჯამური მიგრაციული სალდო (მიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის სხვაობათა ჯამი) მინუს 322 816-ის ტოლია, საშუალო წლიური კი მინუს 16 141-ის. 2013-2021 წლების საშუალო წლიური მიგრაციული შეადგენს მინუს 5 789-ს და 2002-2003 და 2004-2012 წლებთან შედარებით ~19 ათასით არის გაუმჯობესებული