ბოლნისში, ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის შედეგად, ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე კვიპაროსის ხე წაიქცა, რამაც  გზაზე ავტომობილების ტრაექტორიის შეცვლა და მისი დაზიანება გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველოსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის "გამწვანების სამსახურის" თანამშრომლები, რომლებმაც ტერიტორიაზე შესაბამისი სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელეს.