გლდანის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე 5 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 565 000 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.