„საფარის“ ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ბაია პატარაია თორჯოლაში მომხდარ შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

"კიდევ ერთი საზარელი ფემიციდი. სასტიკი, ყოფილი ცოლის მიმართ. არ პატიობენ ქალებს უარს, წასვლას, ადამიანობას არ პატიობენ. ქალს რომ ადამიანობა უნდა, საკუთარი ცხოვრების განკარგვა რომ უნდა, მოძალადესთან დაშორება რომ უნდა, ამას არ პატიობენ და კლავენ...

რა ვქნათ? რა ვქნათ და მინიმუმ გავიდეთ გარეთ. აქციები რატო არ არისო? არის, ბატონო, ხვალ, მე მივდივარ და სულ ვივლი, სადამდეც საჭირო იქნება. და როცა სხვა არ დააორგანიზებს, მე თვითონ დავაორგანიზებ თანამოაზრეებთან ერთად და ეგრე...

კაცებო, თქვენც ამოიღეთ ხმა..." - წერს ბაია პატარაია.

შეგახსენებთ: თერჯოლაში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები: ყოფილ ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლმოკიდებული ქალი ოთახში ჩაკეტა