“პრობლემა ის კი არ არის, რომ თქვენ ამ კანონის მიღება არ გინდოდათ ან რაღაც რისკებს ხედავდით, პრობლემა ის არის, რომ ნებისმიერი მეთოდით მთავრობის რყევა გინდოდათ“,- განცხადება ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ანა კაკაბაძემ გააკეთა.

მისივე განცხადებით, თუ ადამიანების რეალური მიზანი იყო რომ ე.. აგენტების შესახებ კანონი არ ყოფილიყო გამოყენებული ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ, ხომ არ სჯობდა რომ მისი განხილვა დაწყებულიყო.

“დავმსხდარიყავით, განგვეხილა ყველაფერი, თქვენ მხოლოდ ის მოახერხეთ, და ამერიკული კანონი რუსულ კანონადდაბრენდეთ”, -  განაცხადა საკრებულოს წევრმა.

ანა კაკაბაძის თქმით, მაშინ, როდესაც ოპოზიცია ხელისუფლების წარმომადგენლებს 12 პუნქტის შესრულებისკენ მოუწოდებს, მათი არც ერთი წარმომადგენელი იმ ჯგუფში არ არის, სადაც ამ 12 პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს.

ჩვენთვის თითოეული ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველას ხმა რომ გვესმის და ყველას სიცოცხლეს რომ ვუფრთხილდებით, სწორედ ამიტომ გავიწვიეთ ეს კანონპროექტი“,- განაცხადა ანა კაკაბაძემ.