ამერიკის საელჩო საქართველოში ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან: თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას. ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის. შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!

aTo the people of Georgia from the American people: Throughout your long, rich history, you have cherished and fought fiercely for your independence and sovereignty. That spirit is as alive today as it has ever been, especially in your drive to become members of the European Union and NATO and to ensure security and prosperity for future generations of Georgians. The American people will continue to be your proud partner, as we have for over 30 years. Happy Independence Day, Georgia!

Ilia Samurganidi (RFE/RL)" - წერს ამერიკის საელჩო.